უკვე გაცნობეთ, რომ "ანორთოსისის" წარმომადგენელმა დაადასტურა, დაინტერესების შესახებ, მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ ქეცბაიამ კლუბის პრეზიდენტს შეთავაზებაზე უარი განუცხადა.
კვიპროსული balla.com.cy ამტკიცებს, რომ "ანორთოსისი" დანებებას არ აპირებს და კლუბი ისეთ წინადადებას შესთავაზებს ქეცბაიას, რომ მისი პასუხი შეიცვლება.
"ანორთოსისის" ხელმძღვანელები ათენში ჩაფრინდნენ ქართველ მწვრთნელთან პირადად მოსალაპარაკებლად, მათ ხელს სპეციალური შეთავაზება აქვთ ქეცბაიასთვის და ოპტიმისტურადაც არიან განწყობილი", - წერს საიტი.
შეგახსენებთ, რომ 48 წლის ქეცბაია ბერძნულმა გრანდმა 4-თვიანი მუშაობის შემდეგ
"ანორთოსისში" ქეცბაია 1992-94 და 2002-06 წლებში თამაშობდა, 2004 წლიდან ის მოთამაშე მწვრთნელი იყო, 2006 წელს კი ფეხბურთს თავი დაანება და 2009 წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო.
ქეცბაიასა და "ანორთოსისის" ფანებს შორის ურთიერთობა გასულ სეზონში დაიძაბა. მათ ვერ აპატიეს კლუბის ლეგენდას, რომ კონკურენტი აპოელ-ის მწვრთნელი გახდა.
"ანორთოსისი" 7 ტურის შემდეგ 7 ქულით მე-8 ადგილზეა. მწვრთნელის პოსტი გუნდში ვაკანტურია.