- შოთა არველაძის ტექნიკის დემონსტრირება "ალკმაართან" მატჩში [VIDEO]
- ევროპალიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური: შოთამ ყოფილ გუნდს მოუგო [VIDEO]
შოთა ამ ჰოლანდიური კლუბის ყოფილი ფეხბურთელია და სამწვრთნელო კარიერაც (ვან გაალის ასისტენტად) იქ დაიწყო. ბუნებრივია, ის ალკმაარელ ფანებში პოპულარულია, მედიის ყურადღებასაც იმსახურებს. არველაძეს აზ-ს ფანსაიტი azfanpage.nl ესაუბრა.
- კლუბის ფანები თქვენ ძალიან თბილად შეგხვდნენ.
- დიდებულია. საოცარია, მაგრამ არც ისე დიდი ხანი ვიყავი "ალკმაარში", მაგრამ ფანების სიყვარული მაინც
- თქვენ აქ გადადგით პირველი სამწვრთნელო ნაბიჯები.
- ეს ყველაფერი "აზ ალკმაარის" დამსახურებაა. კლუბი დამეხმარა მე, აქ დავიწყე სამწვრთნელო კარიერა. მათ ჩემში მომავლის კარგი მწვრთნელი დაინახეს, აქ ბევრი რამ ვისწავლე. ყოველთვის მადლიერი ვიქნები ამისთვის.
- თქვენ აქ ძალიან უყვარხართ, ხომ არ აპირებთ სამომავლოდ სამწვრთნელო კარიერის ჰოლანდიაში გაგრძელებას?
- ეს სიყვარული შეუფასებელი რამ არის. როგორც უკვე გითხარით, აქ არც ისე დიდ ხანს ვთამაშობდი. "ალკმაარი" კვლავ ძლიერი გუნდია, მე ის ძალიან მიყვარს და იმედი მაქვს, რომ ეს სიყვარული ორმხრივია.
რაც შეეხება მომავალს, არავინ იცის, რა გველის მომავალში. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ის გრძნობაა, რომელიც აქაურ ფანებთან შეხვედრისას დამეუფლა.