შეგახსენებთ, რომ მილანის "ინტერმა" "აიაქსის" ყოფილი თავკაცი ფრანკ დე ბური დანიშნა მთავარ მწვრთნელად, ხოლო ამსტერდამულ კლუბში "ვიტესისა" და "მაკაბის" ყოფილი მწვრთნელი პეტერ ბოში მივიდა.
წარსულში ცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ვან დერ ლემი, რომელსაც "აიაქსის" ახალგაზრდული გუნდისთვის უხელმძღვანელია, 7 წელი კი მწვრთნელის ასისტენტი იყო იქ, ამტკიცებს, რომ "აიაქსს" ყველაზე მეტად შოთა შეეფერება.
"აიაქსს"
არც ისე ბევრი მწვრთნელია ახლა, რომელსაც წარსულში იმდენი ტიტული აქვს მოპოვებული, როგორც შოთას. ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია, საუბრობს მრავალ ენაზე და შემტევი ფეხბურთის მიმდევარია", - განაცხადა ვან დერ ლემმა.
როცა შოთა "აიაქსში" თამაშობდა, ვან დერ ლემი მწვრთნელის ასისტენტი იყო. წლების შემდეგ შოთა გახდა მისი ხელმძღვანელი - 2010/11 წლების სეზონში არველაძე "ქაისერის" თავკაცი იყო, ვან დერ ლემი კი მისი ასისტენტი.
ვან დერ ლემი ხედავს საერთო ნიშნებს ლუი ვან გაალსა და შოთა არველაძეს შორის.
"გუნდს შოთა თამაშისთვის იმ მეთოდოლოგიით ამზადებს, როგორითაც ვან გაალი. ტაქტიკაც მსგავსია. ამასთან, შოთა რუტინული სირბილის გარდა ფეხბურთელებისგან ითხოვს ბევრ ისეთ რამეს, რაც "აიაქსის" სკოლისთვის არის დამახასიათებელი.
შოთას აქვს საკუთარი ხედვა, მან ვან გაალის სწავლებას ბევრი საინტერესო დეტალი დაამატა", - ამბობს ვან დერ ლემი.