საბოლოო უარი - თემურ ქეცბაია "ანორთოსისში" არ დაბრუნდება

AutoSharing Option
კვიპროსული "ანორთოსისის" ოფიციალურმა დაადასტურა, რომ კლუბის წარმომადგენლებსა და თემურ ქეცბაიას შორის ათენში შეხვედრა შედგა. კლუბმა ქართველ სპეციალისტს დაბრუნება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო:

"მოლაპარაკება მშვიდ, მეგობრულ ატმოსფეროში გაიმართა. თემურმა მადლობა გადაიხადა ნდობისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ ამჟამად ფსიქოლოგიურად არ არის მზად, რომელიმე კლუბი ჩაიბაროს. მისი აზრით, მას ახლა სათანადო დრო არ აქვს, რომ გუნდში სიტუაცია გამოასწოროს.

ქეცბაიას აზრით, ახლა მისი დაბრუნება "ანორთოსისში" კლუბსაც ავნებს და მასაც. "ანორთოსისი" მადლობას უცხადებს ქეცბაიას და მწვრთნელის ძიებას სხვა მიმართულებით განაგრძობს", - წერია კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ
რამდენიმე დღის წინ ათენის აეკ-მა მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა ქართველი მწვრთნელი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
დინამოში არ უნდა ნეტა.?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული