საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა მოახლოებულ შეხვედრაზე კლუბის პრესსამსახურთან ისაუბრა.
"აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. თასზე ძალიან გაგვიმართლა - მოსკოვის "სპარტაკი" და ცსკა ტურნირს უკვე გამოეთიშნენ, ასე რომ ფინალში უნდა გავიდეთ და თასი მოვიგოთ.
საერთოდ, შეხვედრებს ერთმანეთისგან არ ვარჩევთ - ყველა მატჩში მოედანზე მოსაგებად გავდივართ. მით უმეტეს, "ორენბურგს" საკუთარ მოედანზე ჩვენი გულშემატკივრის წინაშე ვეთამაშებით. ვალდებულნი ვართ, 1/4-ფინალში გავიდეთ", - განაცხადა ოქრიაშვილმა.