ჯანო ანანიძემ მოსკოვის "სპარტაკთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც შემტევმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ კლუბთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა.

ახალი კონტრაქტის მიხედვით, 24 წლის ქართველი "სპარტაკში" 2021 წლის 31 მაისამდე რჩება. ჯანო 2007 წლიდან "სპარტაკის" სისტემაშია, მას 2009 წლის ივლისში ჰქონდა დებიუტი პირველ გუნდში, რაც გოლით და რეკორდით აღნიშნა - ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა კლუბის ისტორიაში (16 წლის, 9 თვისა და 5 დღის).

2009 წლის ოქტომბერში მან უკვე რუსეთის ჩემპიონატში გაიტანა და ამ ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა (17 წლისა და 8 დღის).

"სპარტაკის"
რიგებში ჯანო ანანიძემ 111 მატჩში 16 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრებში ჯანოს ანგარიშზე 32 მატჩში 4 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 27 /
ქუთაისელი_ს
"რაც იცის იმას თამაშობს ჭანტურია"ო და წონის პრობლემა რომ აქვს და მეხაშეს ტანი ეგ რისი ბრალია სიმონ?
garika
18:00 28-10-2016
0
ნაკრებში იმას თამაშობდა ჭანტურია რა დონისიც არის ნაკრები და ზოგადად ფეხბურთელი ვისი ფანიც გინდა იმის ფანი იყავი შე დალოცვილო გინდ ანანიძის და გინდ შაშიაშვილის ეგ ნორმალური მოვლენაა რა შუაში იყო ჭანტურია საერთოდ ანანიძის თემასთან.თურმე ვიღაცას გონია მაგრად შეუძლია თამაში და სიზარმაცის გამო ვერ თამაშობს ისე როგორც საჭიროა არადა რაც იცის იმას აკეთებს ეგ კაცი და რომელმა იცის ამ ნაკრებში რამე საშუალო დონეზე დაბალი დონის ნაკრებია რომელსაც შეუძლია ერთ თამაში გაიფაფხუროს და მერე რო გგონია ეხლა უკეთესისკენ შეიცვლება რამე ჩადის ესტონეთში და ნადგურდება მეთეევზეებთან .ან ლატვია მოლდოვასთან დამარცხდება უცებ და წავიდა მერე კრიტიკა და ლანძღვა რასაც ქვია.
ქუთაისელი
17:26 28-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული