"ზორიას" თავკაცი: ჯაბა ლიპარტიას დასვენების საშუალება მივეცით

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის მე-13 ტურში "ზორიასა" და "ზირკას" მატჩში (2:1) არ უთამაშია "ზორიას" ნახევარმცველ ჯაბა ლიპარტიას.

ჩვენებური, რომელიც ვლადიმირ ვაისმა ნაკრების გაფართოებულ სიაში დაასახელა, განაცხადში საერთოდ არ იყო, რაც მოულოდნელია.

მატჩის შემდეგ "ზორიას" თავკაც იური ვერნიდუბს ლიპარტიას უთამაშებლობაზე დაეკითხნენ:

"ჯაბა ლიპარტიას დასვენების საშუალება მივეცით. ჩვენ საკმაოდ მძიმე გრაფიკი გვაქვს, ჩემპიონატი, ევროპალიგა... ამიტომ აუცილებელია როტაცია, ყველამ უნდა ითამაშოს. ამას ვერაფრით ავცდებით".

შეგახსენებთ, რომ "ზორია" 29 ქულით მე-2 ადგილზეა, კიევის "დინამოს" ორი ქულით უსწრებს. ჯაბა ლიპარტიამ ამ სეზონში 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ხუთშაბათს
"ზორია" ჰოლანდიურ "ფეიენოორდს" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული