გიორგი ლორია მწვრთნელის გარეშე დარჩა - "კრილიადან" ფრანკ ვერკოტერენი გაუშვეს

AutoSharing Option
გიორგი ლორიას გუნდის, "კრილია სოვეტოვის" მთავარი მწვრთნელი ფრანკ ვერკოტერენი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მწვრთნელის დათხოვნას წინ უსწრებდა სამარის გუნდის მორიგი მარცხი რუსეთის პრემიერლიგაში - "კრილია" სტუმრად "ორენბურგთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა და 12 ტურის შემდეგ 7 ქულით სატურნირო ცხრილის ფსკერზე რჩება.

- ლეგიონი: რუსეთში გიორგი ლორია აგებს, იტალიაში ირაკლი შეყილაძეს გააქვს...

ბელგიელმა სპეციალისტმა "კრილია სოვეტოვი" 2014 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჯერ რუსეთის პირველი ლიგა მოიგო, 2015/16 წლების სეზონში კი პრემიერლიგაში მე-9 ადგილი დაიკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ლორიას გუნდის
მთავარი მწვრთნელობის კანდიდატებად ვალერი კარპინი და ალეკსანდრ ბოროდიუკი განიხილებიან.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული