გიორგი აბურჯანია: სამშაბათიდან "სევილია ბ"-ში ვივარჯიშებ, შემდეგ ვნახოთ...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "სევილიას" ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია გუნდთან ერთად ვარჯიშს 8 ნოემბრიდან დაიწყებს. როგორც აბურჯანიამ Sportall.ge-ს უთხრა, ამ ეტაპზე ის ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

"ამჟამად ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, სამშაბათიდან კი გუნდს შევუერთდები. პირველ ეტაპზე, "სევილია ბ"-სთან ერთად ვივარჯიშებ, შემდეგ კი ვნახოთ რა და როგორ იქნება. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად მოვახერხებ ფორმაში შესვლას", - გვითხრა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ აბურჯანია ავსტრიასთან მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული, თუმცა ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო გუნდი ნაადრევად დატოვა. ფეხბურთელს ვარჯიშზე ზედა კუნთი გაუწყდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Yvela shens gverdshi vart upro meti shroma meti kreatiuloba meti tavdajeruloba da upro maghal xarisxze asvla rom gagvaxaro yvela.
kaxa
03:53 07-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული