გიორგი ჯიქია: ახლა მხოლოდ რუსეთის ნაკრებზე ვფიქრობ!

AutoSharing Option
6 ნოემბერს რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტურის შეხვედრები გაიმართა. გიორგი ჯიქიას "ამკარი" ცსკა-ს ესტუმრა და ქულა მოიპოვა - 2:2. მატჩის 24-ე წუთზე "ამკარის" შემადგენლობაში პირველი გოლი სწორედ ჯიქიამ გაიტანა.

მატჩის შემდგომ ჯიქიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"მივეჩვიეთ ასეთ ცუდ ამინდში თამაშს. დიდი თოვლი იყო, განსაკუთრებით მეორე ტაიმში... ხელთათმანების გარეშე ვითამაშე. ისინი ხელს არ მიშლიან, უბრალოდ მათ გარეშე თამაშს ვარ მიჩვეული. ცსკა-სთან შეხვედრისთვის ისევე ვემზადებოდით, როგორც ყველა სხვა მატჩისთვის. ფრე ლოგიკური შედეგია.

ჩემი გოლი? სტანდარტულებზე დავალებებს მაძლევენ. ახლა სწორედ ეს დავალება შევასრულე.

"ამკართან"
კიდევ 1,5-წლიანი კონტრაქტი მაქვს. გადავალ თუ არა სხვა კლუბში? არ ვიცი, ჩემს აგენტს ჰკითხეთ. ამ ეტაპზე წინადადებები არ მაქვს, არავის არაფერი უთქვამს ჩემთვის ამაზე.

ახლა მხოლოდ რუსეთის ეროვნულ ნაკრებზე ვფიქრობ. მიხარია, რომ გამომიძახეს. მზად ვარ კონკურენციისთვის", - ციტირებს ჯიქიას news.sportbox.ru.
მკითხველის კომენტარები / 38 /
romandro-ს. როგორც მახსოვს კახის საქართველოს სახელით ოქრო არ მოუპოვებია. სნგ-ს სახელით კი. შემდეგი ყველა მედალი საბერძნეთის სახელით მოიპოვა, თუმცა ამაში ვერაფერს ვერ ვხედავ ცუდს. მაშინ კახი დროის შესაბამისად მოიქცა, წინაამღდეგ შემთხვევაში ანუ საქართველოდან გაუსვლელად, ის ვერარასოდეს გახდებოდა ჩემპიონი. ჩვენს პირობებში ეს გამორიცხული იყო. ასე რომ.....
cago
17:31 07-11-2016
0
ბატონო მამულო, ძალიან საწყენია ისეთ პატრიოტ კაცზე, რომ წერთ რაღაცეებს რაზეც წარმოდგენა არ გაქვთ. მე ნებას ვიმცემ ჩემ თავს გავიხსენო ერთი ეპიზოდი იმ დროის, თუმცა დიდ ბოდიშს ვუხდი კახას და მის უმცროს ბიძას ამ გახსენებისთვის, რომელიც მათ დაუკითხავად გადავწყვიტე, რადგან მეწყინა ასეთი კაცის ასეთ კონტექსტში მოხსენიება. 90-იანი წლების დასწყისში ზამთრის თვეები იყო, მეტროთი ვარკეთილიდან ვმზავრობდი დიდუბის მიმართულებით, ვაგონში ცხინვალიდან ჩემი ტოლი კაცი დავინახე, რათქმა უნდა მივესალმეთ და მოვიკითხეთ ერთმანეთი, როგორც ხდება ხოლმე, ამ ამბის შემდეგ ვკითხე სად მიდიხართ მეთქი და მითხრა და გამაცნო გვერდზე მდგომი ახალგაზრდა კაცი, რომელმაც თავის სახელი, კახა მითხრა ძალიან მორიდებულად, მოვტრიალდი და ვკითხე ეს შენი ძმის შვილი ოლიმპიური ჩემპიონი კახაა თქო, კიო დამიდასტურა(იმ დროითვის უკვე ერთგზის ოლიმპიური ჩემპიონი იყო კახა ხოლო არა საქართველოს არამედ სნგ-ს სახელით, საქართველო მაშინ არ იყო ოლიმპიური კომიტეტის წევრი) და მითხრა სავარჯიშოდ მივდივართ დიდუბის მანეჟში გათბობა არ გვაქვს, არადა ყველა ვარჯიშზე 10 ტონამდე შტანგის აწევა უწევს და ეს ძალიან საშიშია ორგანიზმისთვის, თუმცა მაგრამ სხვა გზა არ გვაქსო. მე შევეკითხე კახას ბინა, რომ მისცა სიგუამ, როგორი ბინაა, თუ ცხოვრობთ იქ თქო. ის ბინა დაკავებულია მრავალშვიანი ოჯახის მიერ და კახა ახლოს არ ეკარება არ შეწუხდნენ პატარა ბავშვების პატრონებიო. ესე ცხოვრობდა და ვარჯიშობდა მსოფლიოში მომავალი ამომავალი ვარსკვლავი ძალოსნობაში და უკვე ერთგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი და არა კახნიაშვილი, როგორც თქვენ მოიხსენიებთ ბატონო მამულო. შემდეგი ოლიმპიური თამაშებისთვის აღარც სნგ-ს წევრი არა ვიყავით და არც ოლიმპიური კომიტეტის წევრი და დიდი შემოთავაზების შემდეგ რუსეთს საბერძნეთი არჩია კახამ და გვარი დასახელი კი არ გამოიცვალა დიდი წნეხის მიხუედავად მხოლოდ გავარის მოლოს დაიმატაა სი ანუ კახიშვილისი. მატონო მამულო ამ საიტზე შემოსვლელებს მუდამ ვთხოვ და თქვენც გთხოვთ ნუ მივაყენებთ ჩვენ სახელოვან, თუ მომავალ დიდ სპორტცმენებს შეურაცხოფას, პირიქით წავახალისოთ, რომ საშუალო შესაძლებლობის სპორტცმენიც ისე შევაქოთ და წავახალისოთ, რომ დიდი შრომის შემდეგ მათგანაც დიდი სპორტცმენები მივიღოთ. კიდევ ერთხე ბოდიში ჩემი ასეთი უკითხავი მ
gizog
16:24 07-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული