შოთა არველაძე: ასე ზანტად "მაკაბის" ჩემი ხელმძღვანელობით არასოდეს უთამაშია

AutoSharing Option
ისრაელის ჩემპიონატში შოთა არველაძის "მაკაბი" შინ "ფეთაჰ თიქვას" 0:0 დაუზავდა. მატჩის შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა ოფიციალურ გვერდთან საუბარში შემდეგი თქვა:

"ჩვენსა და სხვა გუნდებს შორის მთავარი სხვაობა ისაა, რომ მათ შეუძლიათ, კართან "ავტობუსი ჩადგან", დრო გაწელონ, ჩვენ კი ბოლომდე ვიბრძვით. დღეს რაღაც დამძიმებული ფეხებით ვითამაშეთ. ეს იყო ყველაზე ნელი მატჩი, რაც "მაკაბის" ჩემი ხელმძღვანელობით უთამაშია. გასაკვირიც არაფერია, ჩვენ ძალიან მცირე შუალედებში ვთამაშობთ.

ყოველ ტურში სამ ქულას ვგეგმავთ. ახლა ლიდერს ხუთი ქულით ჩამოვრჩებით, მაგრამ ყველა კარგავს ქულებს და ასე იქნებიან
ჩვენი კონკურენტებიც. ჩვენი მიზანი მატჩებზე კონცენტრირება და ქულების აღებაა".

არველაძის "მაკაბი" 9 ტურის მერე 17 ქულით მესამეა. ის ქულით ჩამორჩება "ფეთაჰ თიქვას" და 5 ქულით - ლიდერ "ბეერ შევას".
მკითხველის კომენტარები / 1 /
10 ცელია მანდ მუსჰაობ რააა??
shenv exla
11:11 08-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული