გიორგი დემეტრაძე: საბა კვირკველია კიევის "დინამოს" გამოადგებოდა

AutoSharing Option
გიორგი დემეტრაძემ უკრაინულ ჟურნალ Футбол-ს განუცხადა, რომ კიევის "დინამოს" ქართველი მცველი საბა კვირკველია გამოადგებოდა.

"ქართველ ფეხბურთელთაგან კიევის "დინამოს" საბა კვირკველიას ვურჩევდი. მაღალი, სწრაფი, თავით კარგად თამაშობს. თამაშის სტილით კიევის "დინამოს" კარგად შეეთვისებოდა. დამერწმუნეთ, კვირკველია მაღალი დონის ცენტრალური მცველია", - თქვა ერთ დროს კიევის "დინამოს" ფორვარდმა.

შეგახსენებთ, რომ კვირკველიას, რომელიც გასულ სეზონში "რუბინის" ერთ-ერთი ლიდერი იყო, ამჟამად კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ აქვს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რაც უფრო მალე მოძებნის ახალ კლუბს ძალინ კარგი იქნება მისთვის, ევროპაში თუ წავა მთლად უკეთესი,შეუძლია კარგ ევროპის ლიგებში თამაში.
bebeto
14:50 13-11-2016
0
კარგი იქნება სპორტალის რედაქცია თუ გაითვალისინებს შეცდომას რომელსაც რამდენი წელია უკვე უშვებს, ეს ბიჭი არის კვერკველია დ არა კვირკველია!
dato
13:04 12-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული