კახა კალაძე: ძალიან მაღიზიანებდა იბრაჰიმოვიჩი, შემდეგ - დელ პიერო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "მილანის" ყოფილი მცველი კახა კალაძე რამდენიმე დღის წინ იტალიაში იმყოფებოდა, სადაც ვებგვერდ Secolo XIX-სთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ მისი მცირე კომენტარი, სადაც ის საბა კვირკველიაზე საუბრობს.

- სპორტი არ დამვიწყებია - კალაძემ იტალიურ გუნდებს საბა კვირკველია ურჩია

ახლა კი გთავაზოთ კალაძის ვრცელ ინტერვიუს, რომელიც მან იტალიურ ვებგვერდს მისცა.

რატომ წავიდა პოლიტიკაში
მსურს, გაჭირვებაში მყოფ ქართველებს დავეხმარო. მსურს, საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა იყოს, სადაც ჩემი შვილები ბედნიერები გაიზრდებიან.
დონალდ ტრამპს გამარჯვება "ტვიტერით" მიულოცა
ვფიქრობდით, რომ
გამარჯვებას ჰილარი კლინტონი მოიპოვებდა, მაგრამ სასაუბროდ ტრამპთანაც კი მზად ვართ.

ფეხბურთი
ბევრი დრო არ მაქვს ფეხბურთის საყურებლად, მაგრამ კლუბებს, სადაც მითამაშია, თვალყურს მაქსიმალურად ვადევნებ. "მილანთან" ბევრი რამ მაკავშირებს. ამ კლუბთან ერთად ყველაფერი მოვიგე, მათ შორის, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა. ძალიან წარმატებული წლები გავატარე "მილანში". "ჯენოაშიც" საკმაოდ კარგი პერიოდი მქონდა.

უარი "იუვენტუსს"
"მილანიდან" ტურინის "იუვენტუსში" შემეძლო გადასვლა, მაგრამ მაშინ არჩევანი "ჯენოაზე" გავაკეთე, რადგან ფორმის პიკში არ ვიმყოფებოდი და ისეთ ადგილას მსურდა წასვლა, სადაც სათამაშო ფორმის აღდგენას შევძლებდი. მაშინ ასეთი "ჯენოა" იყო, რომელსაც ჯან პიერო გასპერინი წვრთნიდა. მან ფიზიკურად მომამატებინა და პირველ სეზონში სერია A-ს ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მივიჩნეოდი.

ბერლუსკონის შესახებ
დიდებული პრეზიდენტი... მასთან ერთად "მილანი" ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო. ბერლუსკონი ყოველთვის გვერდში გვედგა - მასთან მშვენიერი ურთიერთობები მაკავშირებს.

როგორც პოლიტიკოსი, იტალიისთვის ის მნიშვნელოვანი ფიგურაა. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ.
ფორვარდი, რომლის წინააღმდეგ თამაში უჭირდა
ძალიან მაღიზიანებდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, შემდეგ - ალესანდრო დელ პიერო. მაგრამ როცა ალესანდრო ნესტასთან და პაოლო მალდინისთან ერთად თამაშობ, ნებისმიერის შეჩერება შეგიძლია.

საუკეთესო მატჩები "ჯენოაში"
დერბი "სამპდორიასთან" და "რომასთან" 4:3 მოგებული მატჩი - მაშინ 0:3-ს ვაგებდით.
მკითხველის კომენტარები / 27 /
რატ უდოდა ამას პოლიტკა ტავს საქმიანობა უდა გაეგძელებინა ფეხბურთში ან მწვთნელი იქნებოდა რამე ფეხბურთის სფეროში
irakli
12:11 13-12-2016
0
კახი ძლიერი იყავი, ხარ და იმედია იქნები. ქართველებს ღვარძლის სინდრომს ვერავინ მოუხსნის და იმედია ამას მიჩვეული ხარ წარმატებებს გისურვებ.
იმედი მაქვს ბევრი კმ-ის გულის გასახეთქათ ძლიერი და წარმატებული იქნები, როგორც პირად ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში.
ჩოგანა გორელი
17:51 26-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული