მჭედლიძე იტალიაში 17 ნოემბერს დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ მან ტრავმა ეროვნული ნაკრების შეკრებაზე მიიღო, რის გამოც მოლდოვასთან მატჩი გამოტოვა.
ექიმთა დასკვნით, მჭედლიძე კვირას ტოსკანურ დერბიში "ფიორენტინას" წინააღმდეგ მონაწილეობას არ მიიღებს, მერე კი უფრო დეტალურად გაირკვევა, რამდენ ხანს მოუწევს უქმობა.