"ლეგიას" თავკაცი: ვაკო ყაზაიშვილმა დაამტკიცა, რომ გუნდის სრულფასოვანი წევრია

AutoSharing Option
პოლონეთის ჩემპიონატში "ლეგიამ" ზედიზედ მეოთხე ტურში იმარჯვა, ვარშავურმა კლუბმა სტუმრად ლიდერი "იაგელონია" 4:1 გაანადგურა.

ვაკო ყაზაიშვილმა "ლეგიას" რიგებში ერთთვიანი პაუზის მერე პირველად ითამაშა და თანაც, სასტარტო შემადგენლობაში. ქართველი 65-ე წუთზე შეცვალეს, როცა სტუმრები 2:0-ს იგებდნენ.

"დღეს ვაკომ დაამტკიცა, რომ ამ გუნდის სრულფასოვანი წევრია და მე ეს ძალიან მახარებს", - განაცხადა მატჩის შემდეგ "ლეგიას" თავკაცმა იაცეკ მაგიერამ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე პოლონურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლეგია" ყაზაიშვილთან დაკავშირებით საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე გაწყვეტას და ფეხბურთელის არნემის "ვიტესში" დაბრუნებას აპირებდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მასე რომ ექნათ მაშინ ხომ ქინძები იქნებოდნენ )))
ბესო72
23:24 19-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული