ებრაული მედია: "მაკაბიმ", შესაძლოა, შოთა არველაძე გაათავისუფლოს

AutoSharing Option
ებრაულ ინტერნეტპორტალ One-ის ინფორმაციით, თელ-ავივის "მაკაბის" ხელმძღვანელობამ, შესაძლოა, მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან შოთა არველაძე გაათავისუფლოს.

წყაროს ცნობით, ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა გუნდის თამაშით, განსაკუთრებით კი, შედეგებით. ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპში სანკტ-პეტერბურგის "ზენიტთან" განცდილი მარცხის შემდეგ არველაძის გუნდი ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბნეი-ჯეგუდასთან" დამარცხდა (0:1) და ლიდერ "აპოელს" 8 ქულით ჩამორჩება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არველაძის ხილვა თავის გუნდში რუსული "კრასნოდარის" ხელმძღვანელობას სურს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
მერამდენე თამაშია,გოლი ვერ გაუტანია... გაუშვებენ,აბა რა იქნება?
Zaza
18:34 28-11-2016
0
ირაკლი ებრაელ ერზე ასე ჰარიარად საუბარი ცოტა არ იყოს უვიცობის და ჭკუასუსტობის ბრალია,მე ქართველი კაცი კარგად ვიცნობ მათ ისტორიას და თავად ებრაელ ერს,რომელთა ერთგულებას ბადალი არა ყავს,არ გირჩევ იქ შესვლას სადაც არაფერი გესაქმება,ღმერთმა გიშველოს და გონების თვალი აგიხილოს.
ირაკლის
18:21 28-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული