წყაროს ცნობით, ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა გუნდის თამაშით, განსაკუთრებით კი, შედეგებით. ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპში სანკტ-პეტერბურგის "ზენიტთან" განცდილი მარცხის შემდეგ არველაძის გუნდი ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბნეი-ჯეგუდასთან" დამარცხდა (0:1) და ლიდერ "აპოელს" 8 ქულით ჩამორჩება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არველაძის ხილვა თავის გუნდში რუსული "კრასნოდარის" ხელმძღვანელობას სურს.