არჩილ არველაძე: პირადად შოთას ჯერ არავინ შეხმიანებია

AutoSharing Option
ებრაული მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, შოთა არველაძემ თელ-ავივის "მაკაბის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს. როგორც ინტერნეტპორტალი ONE წერს, კლუბის ხელმძღვანელობა მთლად კმაყოფილი არ არის ქართველი სპეციალისტის მუშაობით. ამ დროისთვის "მაკაბი" ისრაელის ჩემპიონატის ლიდერ ბეერ-შევას "ჰაპოელს" 8 ქულით ჩამორჩება...

სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ შოთა არველაძის გაწვრთნილი გუნდი აგრძელებს ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშს და ბოლო ტურის წინ პლეი ოფში გასვლის რეალურ შანსს ინარჩუნებს. ამ ხმების გავრცელების საფუძველი კი სხვაგან უნდა ვეძებოთ.

რუსულ პესაში ერთმანეთის მიყოლებით ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს, არველაძის სამსახურით რუსული პრემიერლიგის
ბინადარი "კრასნოდარია" დაინტერესებული.

თავის მხრივ, ჰოლანდიური მედია ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მომავალი სეზონიდან შოთამ, შესაძლოა, "ალკმაარი" გაწვრთნას. როგორც ირკვევა, გუნდის ამჟამინდელი დამრიგებელი ჯონ ვან დერ ბრომი კლუბთან ხელშეკრულების გაგრძელებას აღარ აპირებს და უფროსებმა მის შემცვლელად სწორედ არველაძე შეიგულეს.

საინტერესოა, რომ სანამ "მაკაბის" ჩაუდგებოდა სათავეში, არველაძეს შეთავაზება "ალკმაარიდანაც" ჰქონდა, თუმცა მაშინ 43 წლის სპეციალისტმა არჩევანი ებრაულ კლუბზე შეაჩერა. გჭირდებათ კი იმის შეხსენება, რომ თავის დროზე შოთას არაერთი შესანიშნავი მატჩი ჩაუტარებია "ალკმაარის" შემადგენლობაში?..

არსებულ სიტუაციაში უკეთ გასარკვევად "ლელო" შოთას ტყუპისცალს, არჩილ არველაძეს დაუკავშირდა:

"თქვენი არ იყოს, მეც ინტერნეტით გავეცანი ამ ინფორმაციებს. ერთი რამ შემიძლია ზუსტად გითხრათ - პირადად შოთას ჯერ არავინ შეხმიანებია. ამ ეტაპზე ის ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას "მაკაბის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე და მხოლოდ ამ გუნდზეა კონცენტრირებული", - გვითხრა არჩილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
პატივცემულო ვინ უნდა აასჰენოს გუნდი? ამ უნიცჰო არველადზეებმააა???
bajos
17:00 29-11-2016
0
ხო დავცერე აცი ეს კერზო ჯურნალისტები სისხლ გაგვისჰრობენ სანამ ეს სხვაგან გადავა.ჰამოდი საქარტველოსჰი და აქ იმუსჰავო ტუ ხარ პატრიოტი,ჯიქია კინაგამ ჯვარზე ვაცვიტ ესეც ხო ანალოგიურია ფულზეა დახარბებული და ერტი გასინჯოს აქ რა ხელფასებია და აასჰენოს ერტი გუნდიი.
ბაჯო
15:06 29-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული