აბურჯანიამ, რომელსაც ტრავმის გამო სექტემბრიდან არ უთამაშია, დღეს ესპანეთის სეგუნდადივიზიონის მე-17 ტურში "სევილია ბ"-ს შემადგენლობაში ითამაშა. ანდალუსიელები სტუმრად "ხეტაფესთან" ანგარიშით 0:2 დამარცხდნენ. ქართველი ნახევარმცველი სათადარიგო იყო და მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა, 77-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.
ეს მატჩი აბურჯანიასთვის ანდალუსიურ კლუბში პირველი იყო. 27 ქულით "სევილია ბ" სეგუდნადივიზიონში მესამე ადგილზეა.