სევილიური დებიუტი შედგა - გიორგი აბურჯანია მოედანს დაუბრუნდა

AutoSharing Option
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, დღეს, 2 დეკემბერს, მოედანს დაუბრუნდა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია.

აბურჯანიამ, რომელსაც ტრავმის გამო სექტემბრიდან არ უთამაშია, დღეს ესპანეთის სეგუნდადივიზიონის მე-17 ტურში "სევილია ბ"-ს შემადგენლობაში ითამაშა. ანდალუსიელები სტუმრად "ხეტაფესთან" ანგარიშით 0:2 დამარცხდნენ. ქართველი ნახევარმცველი სათადარიგო იყო და მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა, 77-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.

ეს მატჩი აბურჯანიასთვის ანდალუსიურ კლუბში პირველი იყო. 27 ქულით "სევილია ბ" სეგუდნადივიზიონში მესამე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული