გიორგი ლორია რუსეთის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს

AutoSharing Option
რუსულმა "სპორტ ექსპრესმა" პრემიერლიგის მე-17 ტურის სიმბოლურ ნაკრებში "კრილია სოვეტოვის" გოლკიპერი გიორგი ლორია შეიყვანა.

გიორგი ლორია: ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს კინოთეატრში ვიყავი

ლორიამ სპორტული გაზეთისგან 6,5 ბალი მიიღო: "გიორგი ლორიამ "კრასნოდარის" ფეხბურთელების 6 დარტყმა მოიგერია. ამით იგი სამარელებს ყუბანის მხარეში ქულის მოპოვებაში დიდად დაეხმარა", - წერს "სპორტ ექსპრესი".

აღსანიშნავია, რომ ჩვენებური ამ სეზონში უკვე მესამედ მოხვდა სიმბოლურში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული