ჯაბა კანკავა "ფრანს ფუტბოლის" რჩეულთა შორის მოხვდა

AutoSharing Option
"ფრანს ფუტბოლმა" საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-17 ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც "რეიმსის" ნახევარმცველი ჯაბა კანკავა მოხვდა.

"რეიმსმა" ამ ტურში "ნიორს" 1:0 მოუგო, ჯაბამ კი ბრწყინვალედ ითამაშა. ის შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს (ხმების 74%-ით).

მატჩის შემდეგ francebleu.fr-მაც მაღალი შეფასება მისცა კანკავას თამაშს, 8 ბალი დაუწერა: "ეს იყო ძალიან მაღალი დონის თამაში კანკავასგან. მან 22-ჯერ მოიპოვა ბურთი და მხოლოდ 7-ჯერ დაკარგა".
მკითხველის კომენტარები / 2 /
გაიხარე ჯაბა, შეგეწიოს უფლის მადლი.
gizog
08 დეკემბერი 2016 15:39
0
კანკავა უკეთეს გუნდში თამაშს იმსახურებს.
bebeto
08 დეკემბერი 2016 15:10
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული