გიორგი მერებაშვილი: ექსტრაკლასას 2 ტური ტრავმის გამო გამოვტოვე

AutoSharing Option
"ვისლას" ფორვარდი გიორგი მერებაშვილი პოლონეთის ექსტრაკლასას მე-17 და მე-18 ტურებში გუნდის განაცხადს მიღმა დარჩა. ბოლო ტურში "ვისლა" "ლეგიას" ესტუმრა და ქულა მოიპოვა - 2:2, მანამდე კი მერებაშვილი არც "პიასთან" იყო, სადაც მისი გუნდი ქულას დასჯერდა - 0:0.

როგორც ირკვევა, მერებაშვილს გასულ შეხვედრებში ტრავმა მიუღია და განაცხადში ვერ მოხვედრის  მიზეზიც სწორედ ესაა.

"ლეხიას" წინააღმდეგ, სადაც გოლი გავიტანე, მტკივნეული ფეხით ვითამაშე. მატჩის შემდეგ, ფეხი უფრო მეტად ამტკივდა. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ გვერდითი იოგის პირველი შრე გამიწყდა.

სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც ორი
მატჩი გამოვტოვე. დღემდე ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მომდევნო ტურში შევძლო თამაში", - გვითხრა მერებაშვილმა.

მომდევნო ტურს "ვისლა" 10 დეკემბერს შინ "რუხის" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული