ნიკა კა­ჭა­რა­ვათი ლიდერები ინტერესდებიან, "ახნასს" კი მისი გაშვება არ სურს

AutoSharing Option
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის 22 წლის ფორ­ვარ­დ­მა ნი­კა კა­ჭა­რა­ვამ, შე­საძ­ლოა, ზამ­თ­რის სატ­რან­ს­ფე­რო ფან­ჯ­რის გახ­ს­ნის შემ­დეგ კვიპ­რო­სუ­ლი "ახ­ნა­სი" და­ტო­ვოს და კა­რი­ე­რა უკე­თეს გუნ­დ­ში გა­აგ­რ­ძე­ლოს. ამის თა­ო­ბა­ზე კვიპ­რო­სუ­ლი მე­დია წერს.

ბო­ლო დროს კა­ჭა­რა­ვა მარ­თ­ლაც შე­სა­ნიშ­ნავ ფორ­მა­შია და ხში­რად გა­აქვს გო­ლე­ბი. ასე იყო "არის­თან" შეხ­ვედ­რა­ში, რო­მე­ლიც ნი­კამ მა­ღალ დო­ნე­ზე ჩა­ა­ტა­რა და დუბ­ლი შე­ას­რუ­ლა. სხვა­თა შო­რის, ამ მატჩს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი მწვრთნე­ლი თე­მურ ქეც­ბაია და­ეს­წ­რო...

- ლეგიონის უქმეები: ნიკა კაჭარავას დუბლი, შოთა არველაძის უმძიმესი საღამო [VIDEO]
- ლეგიონის უქმეები: სუპერკაჭარავა - ქართველის პოკერი კვიპროსზე [VIDEO]

რო­გორც "ახ­ნა­სის" პრე­ზი­დენ­ტი კი­კის ფი­ლი­პუ აცხა­დებს, კლუბ­მა კა­ჭა­რა­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით უკ­ვე მი­ი­ღო შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი კვიპ­რო­სის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ლი­დე­რე­ბის­გან. მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა­ფე­რი უნ­და გა­კეთ­დეს, კლუბ­მა წამ­ყ­ვა­ნი ფორ­ვარ­დი სე­ზო­ნის ბო­ლომ­დე რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს.

გეხ­სო­მე­ბათ, "ცხინ­ვალ­ში" წარ­მა­ტე­ბუ­ლი ას­პა­რე­ზო­ბის შემ­დეგ კა­ჭა­რა­ვამ კა­რი­ე­რა რუ­სუ­ლი პრე­მი­ერ­ლი­გის ბი­ნა­დარ "როს­ტოვ­ში" გა­აგ­რ­ძე­ლა, თუმ­ცა ყურ­ბან ბერ­დი­ე­ვის გაწ­ვ­რ­თ­ნილ გუნ­დ­ში მას სა­თა­მა­შო პრაქ­ტი­კა აკ­ლ­და. სწო­რედ ამი­ტომ გა­დაწყ­ვი­ტა ფორ­ვარ­დ­მა კა­რი­ე­რის გაგ­რ­ძე­ლე­ბა კვიპ­რო­სულ კლუბ­ში. რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, ეს მარ­თე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯი იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მიდი ძმა მიაწექი კაი ბიჭი ხარ
buxrika
11:35 08-12-2016
0
ყოჩაღ ნიკა, მაგარი მომატებული გაქ ძმაო... არ გაჩერდე და ითამაშებ დიდ ფეხბურთს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული