ბუ­ცე­ბის კვა­ლი ახ­ლაც მეტყო­ბა - დავით ჯანელიძეს აზერბაიჯანში კარატეს ილეთი ჩაუტარეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბა­ქოს აზალ-ის შემ­ტევ­მა და­ვით ჯა­ნე­ლი­ძემ კი­ნა­ღამ მძი­მე ტრავ­მა მი­ი­ღო. მის­მა გუნ­დ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თა­სის მერ­ვედ­ფი­ნა­ლურ შეხ­ვედ­რა­ში შინ 4:0 მო­უ­გო "რა­ვანს". ამ უკა­ნას­კ­ნე­ლის მცველ­მა ზა­იდ გუ­ლი­ევ­მა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უწყი­ნარ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ქარ­თ­ვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ იუხე­შა - უკ­ნი­დან წიხ­ლი ჩას­ცხო.

გუ­ლი­ე­ვი მო­ედ­ნი­დან გა­ა­ძე­ვეს. გარ­და ამი­სა, ის 7-მატ­ჩი­ა­ნი დის­კ­ვა­ლი­ფი­კა­ცი­ი­თაც და­ი­სა­ჯა.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა მცველ­მა მომ­ხ­დარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ასე­თი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა: "მან მთხო­ვა, კი­დევ ერთ გოლს ხომ არ გა­უშ­ვებ­დი­თო? შე­იძ­ლე­ბა, მი­სი თხოვ­ნა ფსო­ნებს უკავ­შირ­დე­ბო­და".

ახ­ლა გა­ვეც­ნოთ ჯა­ნე­ლი­ძის კო­მენ­ტარს:

"იმ შეხ­ვედ­რა­ში მინ­დორ­ზე მხო­ლოდ 12 წუ­თი გა­ვა­ტა­რე და გო­ლის გა­ტა­ნა მინ­დო­და. ბო­ლო
მატ­ჩებ­ში ძი­რი­თა­დად სა­თა­და­რი­გო­თა შო­რის ვარ და ჩე­მი მი­ზა­ნი მწვრთნე­ლი­სათ­ვის იმის დამ­ტ­კი­ცე­ბა იყო, რომ მეტ სა­თა­მა­შო დროს ვიმ­სა­ხუ­რებ. და რა არის ცუ­დი იმა­ში, რომ გო­ლის გა­ტა­ნა მინ­დო­და?!

დი­დი ხა­ნია, ფეხ­ბურთს ვთა­მა­შობ და ასე­თი უხე­შო­ბა არა­სო­დეს მი­ნა­ხავს. გუ­ლი­ე­ვის ბუ­ცე­ბის კვა­ლი ახ­ლაც მეტყო­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­მელ ფსო­ნებ­ზე ლა­პა­რა­კობს? ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და. ჩვენ 4:0-ს ვი­გებ­დით და, მგო­ნი, არა­ფე­რია გა­საკ­ვი­რი იმა­ში, რომ კი­დევ გვინ­დო­და გა­ტა­ნა. სე­ზონ­ში მხო­ლოდ 5 გო­ლი გვქონ­და გა­ტა­ნი­ლი და იყო შან­სი, ამ­დე­ნი­ვე გაგ­ვე­ტა­ნა ერთ მატ­ჩ­ში.

გა­მო­ი­ძი­ოს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ამ მომ­ხ­და­რი და ცხა­დი გახ­დე­ბა, რომ გუ­ლი­ევ­მა ყვე­ლა­ფე­რი მო­ი­გო­ნა".

ჯა­ნე­ლი­ძე 27 წლი­საა. მას არა­ერთ ქარ­თულ ("ზეს­ტა­ფო­ნი", "ამე­რი", "მე­ტა­ლურ­გი", "ტორ­პე­დო") და უცხო­ურ ("ტრან­ზიტ­სი", "ოლიმ­პ­სი", "სუ­ვალ­კი", "თუ­რა­ნი", "ნეფ­ტ­ჩა­ლა", "არა­ზი") გუნ­დ­ში უთა­მა­შია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
გასაგებია ის რა საქონელიცაა მაგრამ ეს რატო უწევდა პროვოცირებას ვერ ვიგებ თუ რამის თავი ქონდა გაეტანა
0
მიუხედავად იმისა,რომ ჩემი თანამემამულეა,მიუხედავად იმისა,რომ ფეხბურთში ძალადობის და უხეშობის წინააღმდეგი ვარ,ვაღიარებ რომ ღირსი იყო.უფრო მაგრად უნდა ჩაერტყა.მეც მასე მოვიქცეოდი,ვინმე თუ აბუჩად აგვიგდებდა მე და ჩემს თანაგუნდელებს...
zaza
14:12 08-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული