გიორგი ჭანტურიამ გერმანიაში მყესების ოპერაცია გაიკეთა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა გიორგი ჭანტურიამ გერმანიაში მყესებზე ოპერაცია გაიკეთა.

როგორც ფოტოდან ჩანს, ქირურგიულმა ჩარევამ კარგად ჩაიარა. ფეხბურთელის დედამ, ქალბატონმა თათა ახობაძემ, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ გიორგი ხუთ თვეში სრულ მზადყოფნაში იქნება. ეს კი მაისისთვის უწევს და სამწუხაროა, რომ სეზონის ფინიშს ემთხვევა.

შეგახსენებთ, რომ "ურალის" ქართველმა შემტევმა ტრავმა მოსკოვის "ლოკომოტივთან შეხვედრაში მიიღო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გიორგი, გისურვებ მალე გამოჯანმრთველებას და შემდგომ დიდ წარმატებებს ფეხბურთშიც და პირად ცხოვრებაშიც.
gizog
12:31 09-12-2016
0
ქალბატონო თათა გილოცავთ გიორგის ოპერაციის მშვიდობიანად, წარმატებით ჩატარებას და გისურვებთ თქვენც და თქვენს ვაჟსაც ჯანმრთველობას და ბევრ წარმატებებს.
გაიოზი
12:36 09-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული