შოთა არველაძე: ძნელია, როცა ასე ახლოს იყავი მიზანთან...

AutoSharing Option
შოთა არველაძის "მაკაბიმ" ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში 2:1 დაამარცხა ირლანდიური "დანდალკი", მაგრამ ჯგუფის მეორე მატჩში "ალკმაარმაც" იმარჯვა და ებრაული კლუბი ჯგუფში ჩარჩა.

ევროპალიგა. ბოლო ტური: შოთამ მოიგო, მაგრამ გავარდა... [VIDEO]

მატჩის შემდეგ არველაძემ "მაკაბის" ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა:

- ძალიან ძნელია, როცა ასე ახლოს ხარ მიზანთან და სინამდვილეში იქამდე ძალიან შორია. ნეთანიას სტადიონზე დიდებული სიტუაცია იყო და ჩვენ ძალზე მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. ეს ყველაფერი ბიჭებისთვის ძალზე საჭირო იყო. მაგრამ ჩვენი ბედი აქ კი არა, ჰოლანდიაში გადაწყდა.

- რას იტყვით
მატჩზე?
- მატჩში იყო დიდებული ეპიზოდები, რომელთაც შემახსენეს, თუ რა შეუძლია ჩვენს გუნდს. "დანდალკის" წინააღმდეგ ორგანიზებული ფეხბურთის თამაში ერთიორად ძნელია. ჩვენ ძალიან ბევრი თამაში ვითამაშეთ 30 ივნისიდან მოყოლებული და ქვეყანა ევროთასებზე კარგად წარმოვადგინეთ.

- რომელი მატჩი იყო გადამწყვეტი ამ ჯგუფურ ეტაპზე?
- შინ ხელიდან გაშვებული მოგება "ზენიტთან". 77-ე წუთიდან იმდენი "მოვახერხეთ", რომ თამაში წავაგეთ.

- როგორ ფიქრობთ, კვირას ეროვნული ჩემპიონატის მატჩშიც იქნებით გუნდის თავკაცი?
- მე ის არ ვარ, ვინც ასეთ საკითხს წყვეტს კლუბში.

- ბოლოდროინდელი წარუმატებლობის მიუხედავად, ფანები თბილად შეხვდნენ გუნდს...
- ბიჭებმა კარგად დაინახეს, როგორ უჭერდა მხარს სტადიონი. ამან მათ თვითრწმენა მოუმატა.

- რა სიახლეები იქნება უახლოეს მომავალში?
- გუნდში კონკურენცია გაიზრდება, გარანტირებული ადგილი არავის ექნება. ახლა კონცენტრაცია ორ ტურნირზე უნდა გავაკეთოთ, ქვეყნის თასსა და ჩემპიონატზე.
მკითხველის კომენტარები / 5 /
hoti namdvilad didi fexburtelia,magram rac tavi maxsovs saqartvelos nakrebs tamahi rom qonda sul tramvebs imizezebda satamahod rom ar hamosuliko.
tazo
10 დეკემბერი 2016 09:31
0
ise nutu ar aris iseti tundac ori qartveli fexburteli hotim tavis gundhi rom caikvanos legionerad.
goga
10 დეკემბერი 2016 09:28
0
ზაზა,იმ აცდენილ ფეხს რომ იხსენებ,იქამდე მისვლაში რამდენი იყო შოთის წვლილი ისიც გაიხსენე,თუ არა და დაგიჯერებია ,რომ ამის მოხდენა მასზე მეტად ან შენ,ან მე და ან ნებისმიერ სხვას ეწყინებოდა?მეც ძალიან მეწყინა მაშინ ,მაგრამ მაგის მტკიცება აზრადაც არ მომივა
სოსო
09 დეკემბერი 2016 22:49
0
ეხ შოთი რა შურიანი ხალხი გყავს გარშემო ტორე 370 გოლის მაგივრად დანიასტან აცილებულ ბურტს კი არ გაგახსენებდნენ ეს ვიტომ გულსემატკივრები
datvit
09 დეკემბერი 2016 21:37
0
ეჰ,შენ რომ დანიასთან ბურთისთვის ფეხი არ აგეცილებინა...
აი მიზანთან მაშინ ვიყავით ახლოს.
zaza
09 დეკემბერი 2016 20:15
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული