ევროპალიგა. ბოლო ტური: შოთამ მოიგო, მაგრამ გავარდა... [VIDEO]
მატჩის შემდეგ არველაძემ "მაკაბის" ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა:
- ძალიან ძნელია, როცა ასე ახლოს ხარ მიზანთან და სინამდვილეში იქამდე ძალიან შორია. ნეთანიას სტადიონზე დიდებული სიტუაცია იყო და ჩვენ ძალზე მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. ეს ყველაფერი ბიჭებისთვის ძალზე საჭირო იყო. მაგრამ ჩვენი ბედი აქ კი არა, ჰოლანდიაში გადაწყდა.
- რას იტყვით
- მატჩში იყო დიდებული ეპიზოდები, რომელთაც შემახსენეს, თუ რა შეუძლია ჩვენს გუნდს. "დანდალკის" წინააღმდეგ ორგანიზებული ფეხბურთის თამაში ერთიორად ძნელია. ჩვენ ძალიან ბევრი თამაში ვითამაშეთ 30 ივნისიდან მოყოლებული და ქვეყანა ევროთასებზე კარგად წარმოვადგინეთ.
- რომელი მატჩი იყო გადამწყვეტი ამ ჯგუფურ ეტაპზე?
- შინ ხელიდან გაშვებული მოგება "ზენიტთან". 77-ე წუთიდან იმდენი "მოვახერხეთ", რომ თამაში წავაგეთ.
- როგორ ფიქრობთ, კვირას ეროვნული ჩემპიონატის მატჩშიც იქნებით გუნდის თავკაცი?
- მე ის არ ვარ, ვინც ასეთ საკითხს წყვეტს კლუბში.
- ბოლოდროინდელი წარუმატებლობის მიუხედავად, ფანები თბილად შეხვდნენ გუნდს...
- ბიჭებმა კარგად დაინახეს, როგორ უჭერდა მხარს სტადიონი. ამან მათ თვითრწმენა მოუმატა.
- რა სიახლეები იქნება უახლოეს მომავალში?
- გუნდში კონკურენცია გაიზრდება, გარანტირებული ადგილი არავის ექნება. ახლა კონცენტრაცია ორ ტურნირზე უნდა გავაკეთოთ, ქვეყნის თასსა და ჩემპიონატზე.
აი მიზანთან მაშინ ვიყავით ახლოს.