ლეგიონი. ვაკო ყაზაიშვილმა საგოლე გადაცემა მიითვალა

AutoSharing Option
დღეს, 11 დეკემბერს, პოლონეთის ჩემპიონატში საგოლე გადაცემა მიითვალა ვაკო ყაზაიშვილმა. ყაზაიშვილის ვარშავის "ლეგია" "პიასტს" ესტუმრა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით დაამარხა - 5:1.

ყაზაიშვილმა თამაში სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე მატჩის 64-ე წუთზე შევიდა, როცა "ლეგია" 2:0-ს იგებდა, შემოსვლიდან 9 წუთში კი საგოლე გადაცემაც გააკეთა - ყაზაიშვილმა რადოვიჩს გაატანინა.

"ლეგიას" 32 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მესამეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული