საბა კვირკველია: 99%-ით, "რუბინს" დავტოვებ, ვარიანტები კი ევროპიდანაც მაქვს

AutoSharing Option
თითქმის გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" მცველი საბა კვირკველია ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბს შეიცვლის. ამის შესახებ ფეხბურთელმა Sportall.ge-სთან საუბარში განაცხადა.

24 წლის ფეხბურთელის თქმით, დაახლოებით 2-3 დღეში ცნობილი გახდება იმ კლუბის ვინაობა, სადაც ის კარიერას გააგრძელებს.

- თავდაპირველად, კლუბში არსებულ სიტუაციაზე გკითხავ. გაქვს თუ არა ჯერ კიდევ იმედი იმისა, რომ გათამაშებენ?
- არა, საერთოდ არაფერი შეცვლილა - ყველაფერი ცუდისკენ მიდის. თითქმის გადაწყვეტილია, რომ გუნდს შევიცვლი.

- რუსულ მედიაში კიევის "დინამოსა" და ტულის "არსენალის" ინტერესზე დაიწერა. ითქვა ისიც,
თითქოს "რუბინმა" მოსკოვის "ლოკომოტივს" შენი მირანჩუკში გაცვლა შესთავაზა...
- არ ვიცი, ვინ რა დაწერა, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, პირადად ჩემთვის არავის დაურეკავს. თუ ეს ვარიანტები რეალურია, აუცილებლად დამირეკავენ და ყველა გავიგებთ.

- თავად თუ ხარ მზად, "ლოკომოტივის" ვარიანტი განიხილო?
- აუცილებლად. ყველა ვარიანტს განვიხილავ და გამონაკლისი არც "ლოკომოტივი" იქნება.

დღესაც მაქვს რამდენიმე ვარიანტი, იგივე ევროპიდან, მაგრამ წინასწარ არაფრის თქმა მსურს, არ იქნება ლამაზი. 2-3 დღეში გაირკვევა, თუ სად წავალ.

- კალაძემ იტალიურ კლუბებს შენი თავი ურჩია. კლუბის მოძიებაში თავად კალაძეც ხომ არ გიწყობს ხელს?
- არა, არა. არ მქონია არც კალაძესთან და არც ვინმე სხვასთან ამაზე საუბარი.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ოღონდ ისევ რუსეთი არა ((
dato
13:11 13-12-2016
0
საბა მაგარი ხარ
temo
11:22 13-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული