[ექსკლუზივი] ბუდუ ზივზივაძის მსურველი პოლონური გუნდის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ Sportall.ge წერდა, რომ საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის" ფორვარდ ბუდუ ზივზივაძით პოლონური გუნდი იყო დაინტერესებული.

- უარი თბილისის "დინამოს" - ბუდუ ზივზივაძეს პოლონეთსა და უკრაინაში ეპატიჟებიან

შევიტყვეთ, რომ ეს გუნდი გდინიას "არკაა", რომელიც პოლონეთის ექსტრაკლასაში 19 ტურის შემდეგ 23 ქულით მე-9 ადგილზეა.

ჩვენი ინფორმაციით, "არკას" აგენტები თბილისში იყვნენ ჩამოსულები, "ჩიხურასა" და "სამტრედიის" საჩემპიონო პლეი ოფის საპასუხო შეხვედრას დაესწრნენ და ტრანსფერის განხორციელებას გარკვეული საკითხების მოგვარებაღა აკლია.

22 წლის ზივზივაძე თბილისის "დინამოს" აღზრდილია და 2015 წლის იანვრამდე სწორედ ამ კლუბის ღირსებას
იცავდა, რის შემდეგაც ქუთაისის "ტორპედოში" გადაბარგდა, თუმცა ქუთაისური კარიერა ვერ აეწყო და იმავე წლის ივლისში "სამტრედიის" მაისური მოირგო. სწორედ "სამტრედიასთან" ერთად გახდა ზივზივაძე ქვეყნის ჩემპიონი, თავად კი 13 გატანილი გოლით - ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.
მკითხველის კომენტარები / 29 /
ლიგაზე გავიდნენო ისე წერენ გეგონება ჩ.ლ ჰიმნი ამღერდება 100% :)) აქედანვეა იციან რო ყველა გუნდი განწირულია და იმიტომაც უკეთეს ხელფასზე მიდიან და უკეთეს ჩემპში ამაზე მარტივი არაფერი არაა :))
sofleli
16:04 14-12-2016
0
ბუდუ ზივზივაძე:
საქართველოში მივაღწიე ყველაფერს რისი მიღწევაც შეიძლებოდა და ალბათ დროა უცხოეთშიც ვცადო ბედი.


წადი ბიძიკო წადი, ვინ გაკავებს,მერე არ დაიწყო მესამე პირების საშუალებით თხოვნა იქნებ უკან დამაბრუნოთო, 14 თევში რა გადაიზარდე ასეთი დაუოკებელი?

ბაჩანა არაბული:
თერთმეტმეტრიანი ბუდუს უნდა დაერტყა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ დამითმო რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო.

ჰო ბაჩანა? და ჩვენ ყველანი ბრმები ვერ ვუყურებდით როგორ დაჟინებულად მოსთხოვე ბურთი და პენალის დარტყმა? სინდისიც ხომ კაი საქმეა? ბოლო მატჩს ვატარებ სამტრედიაში და დამარტყმევინეო არა? :)
Jango
13:56 14-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული