"ემპოლის" დირექტორი: მჭედლიძე ძლიერი ფეხბურთელია, რომელსაც მუდმივად არ უმართლებს

AutoSharing Option
"ემპოლის" გენერალურმა დირექტორმა მარჩელო კარლიმ "პიანეტა ემპოლისთან" ინტერვიუში ლევან მჭედლიძეზეც ილაპარაკა:

"მჭედლიძე? კეთილგანწყობით ვარ მის მიმართ, რადგან ვფიქრობ, რომ ლევანი ძლიერი მოთამაშეა, რომელსაც მუდამ არ უმართლებს. ჩემი აზრით, იმის გამო, რომ მას ხშირად ჰქონდა პრობლემები, ის უფრო გაიზარდა მენტალურად.

მჯერა, რომ პრობლემები წარსულში დარჩა და მას ახალი შანსი მიეცა".

შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურში "ბოლონიას" წინააღმდეგ ლევან მჭედლიძემ ამ სეზონში პირველად ითამაშა შეუცვლელად.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ლევანის თამაში ბოლონიასთან მაღალ შეფასებას იმსახურებს. მართალია კარში არ დაურტყამს, მაგრამ უბურთოთ ბევრს მოძრაობდა, აწუხებდა მოწინააღმდეგეს, დაცვაში ჩამოდიოდა და ეხმარებოდა. 90 წუთი სწრაფ ტემპში და დაუღალავ შრომაში გაატარა.
ლუკა
10:36 14-12-2016
0
მჭედლიძეს ემპოლში შანსი უნდა მისცენ მას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა უნდა და მაგრად ათამაშდება,წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდი უნდა შეიცვალოს მისთვის ასე აჯობებს,ტრამვებიც იმედია თავს დაანებებენ.
bebeto
20:21 13-12-2016
0

სიახლეები პოპულარული