Voetbal International: ვაკო ყაზაიშვილი "ლეგიას" საიდუმლო იარაღია

AutoSharing Option
ევროპალიგის 1/16-ფინალში ვარშავის "ლეგიას" მეტოქე ამსტერდამის "აიაქსია". შეგახსენებთ, რომ "ლეგიაში" ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს, რომელიც "ვიტესიდან" იჯარით არის პოლონეთში განათხოვრებული.

წილისყრის შემდეგ წერს Voetbal International: "ლეგიამ", რომელიც საშინლად თამაშობდა ჯგუფური ეტაპის დასაწყისში, მოულოდნელად, მესამე ადგილი დაიკავა, მას მერე, რაც "სპორტინგი" დაამარცხა და ახლა "აიაქსს" შეხვდება.

"აიაქსის" თავკაცი "ლეგიას" ერთ-ერთ ფეხბურთელს ძალიან ახლოს იცნობს - ვაკო ყაზაიშვილს, ქართველი "ვიტესში" მისი თავკაცობით თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაც იყო. ამ სეზონში კი ვაკო, მოულოდნელად, "ლეგიაში" გადავიდა იჯარით. ის ჯერ ნაკლებს თამაშობს გუნდში, თუმცა ქართველი "ლეგიას" საიდუმლო იარაღია".

შეგახსენებთ, რომ ვაკო
ყაზაიშვილს "ვიტესში" თამაშისას 3 გოლი აქვს "აიაქსისთვის" გატანილი, ორი ჩემპიონატის მატჩებში, ერთი ჰოლანდიის თასზე.

"ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება ვაკო ყაზაიშვილთან კვლავ შეხვედრა. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია", - განაცხადა წილისყრის შედეგების კომენტირებისას "აიაქსის" თავკაცმა პეტერ ბოშმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
წაიყვანე მერე!
burusa
09:41 14-12-2016
0
მართლა მაგარი ხარ ვაკო. ნაკრებისთვის საჯირო ხარ და იმედია უფრო კარგ გუნდში გადახვალ. პოლონეტი არაა შენი დონე თან არც გაფასებენ
nika
09:24 14-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული