ბაჩანა არაბული "მანჩესტერ სიტიში"

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ლიდერი ბაჩანა არაბული ამჟამად ინგლისშია, სადაც "მანჩესტერ სიტის" შესაბამის ასაკობრივ გუნდში გადის სინჯებს.

შეგახსენებთ, პერსპექტიული ქართველი თავდამსხმელი ამ ცოტა ხნის წინ კიევის "დინამოში" ისინჯებოდა და იქიდან საბოლოო პასუხს ელის. ვნახოთ, როგორ დასრულდება არაბულის მანჩესტერული ვიზიტი და სად გააგრძელებს იგი კარიერას.

როგორც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა გვითხრა, მადრიდში გამართულ ესპანელ და ქართველ 17-წლამდელთა მატჩებს ადგილობრივი და ევროპის სხვა წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩასული სელექციონერები დაესწრნენ. ასე რომ, მალე შესაძლოა, ჩვენი ნაკრების სხვა წევრებმაც მიიღონ საინტერესო შეთავაზებები
.






.
მკითხველის კომენტარები / 2 /
დაე ღმერთი იყოს სშემწე ბაჩანა...
jilina
12:46 02-03-2011
0
სწრაფი, ტექნიკური და გონიერი. წარმატებები.
puma
20:50 02-03-2011
0

სიახლეები პოპულარული