უკრაინელი ექსპერტი: დავით ხოჭოლავა წლის აღმოჩენაა თავის ამპლუაში

AutoSharing Option
football24.ua-ზე საფეხბურთო ანალიტიკოსმა ევგენი გრესმა უკრაინის პრემიერლიგის I ნაწილის მცველთა შორის აღმოჩენად დავით ხოჭოლავა დაასახელა:

"უფრო დიდი პროგრესი ივან ორდეცს, რაფაელ ფორსტერსა და ალექსანდრ სვატოკს ჰქონდათ, მაგრამ ეს მცველები უკვე ისედაც კარგად ცნობილები არიან სპეციალისტებისთვის, განსხვავებით ქართველი დავით ხოჭოლავასგან, რომელიც ოდესის "ჩერნომორეცში" თამაშობს.

ხოჭოლავა, ჩემი აზრით, ნამდვილი წლის აღმოჩენაა თავის ამპლუაში. მის შესახებ ორი წლის წინათ მომიყვა ადრიან პუკანიჩმა, რომელიც "შუქურაში" ხოჭოლავასთან ერთად თამაშობდა. ამას წინათ კი მას მაღალი შეფასება გაუკეთა სანდრო კობახიძემაც, როცა ეროვნული ნაკრების შეკრებიდან დაბრუნდა. სხვათა შორის,
ხოჭოლავა უკვე ნაკრებშიც ხვდება.

ციფრები ადასტურებს, რომ ჩვენ მიერ გაცემული ავანსი საფუძვლიანია და ვფიქრობ, ჩვენი მოწინავე კლუბები, რომლებიც კარგ ცენტრალურ მცველს ეძებენ, მალე ოდესისკენაც გაიხედავენ", - წერს ექსპერტი.

დავით ხოჭოლავა InStat Football-ის რეიტინგში მე-9 ადგილზეა ცენტრალურ მცველებს შორის 236 ქულით. ის მეოთხეა ორთაბრძოლების საშუალო მაჩვენებლით, პირველზე - საჰაერო ორთაბრძოლებში. ჩვენებური ორთაბრძოლების 70%-ს იგებს, საჰაერო ორთაბრძოლებში კი მისი პროცენტი კიდევ უფრო მაღალია - 74%. ჩვენებური პრემიერლიგაში მეორე ადგილზეა ჩაჭრებით და საზიარო პირველზე ართმევებში.

23 წლის მცველმა 16 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 10 ყვითელი ბარათი მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 3 /
kashias eg bichi ashkarad jobia, albat misi adgili unda daikavos nakrebshi!
kai bichi
17:39 15-12-2016
0
კარგი ბიჭი ჩანს ეს ხოჭოლავა,ვნახოთ როგორ განვითარდება
ვალერი
17:36 15-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული