გაჯიევმა სპალეტის უთავაზა

AutoSharing Option
რუსეთის თასის მერვედფინალურ მატჩში მახაჩყალის "ანჟიმ" სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" გროზნოში უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.

"ანჟის" შემადგენლობაში ქართველთაგან მხოლოდ ნუკრი რევიშვილმა ითამაშა, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა. ეს "ანჟის" სახელოვანი ახალწვეულის, რობერტო კარლოსის პირველი ოფიციალური მატჩი იყო ახალი კლუბის შემადგენლობაში.

პირველი ტაიმის დასრულებისთანავე "ანჟის" თავკაცმა გაჯი გაჯიევმა მსაჯის ქმედებებით უკმაყოფილება გამოთქვა, მასთან პოლემიკაში ზენიტელი კოლეგა ლუჩანო სპალეტი ჩაერთო და გაჯიევისგან ფერდში მუჯლუგუნი მიიღო.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული