სანდრო კობახიძე: თუ ასე გაგრძელდა, "ვორსკლას" დატოვებაზე ვიფიქრებ

AutoSharing Option
უკრაინის უმაღლესი ლიგის გუნდის პოლტავის "ვორსკლას" ქართველმა ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ FootBoom-სთან კლუბში არსებულ ვითარებასა და თავის მომავალზე ისაუბრა. სანდროს თქმით, "ვორსკლას" დიდი დავალიანებები დაუგროვდა და არაა გამორიცხული, კლუბის შეცვლაზეც დაფიქრდეს.

"დიდი დავალიანება დაგროვდა. გვპირდებიან, რომ გაგვისტუმრებენ. ვნახოთ, რა იქნება უახლოეს მომავლში და როგორ განვითარდება მოვლენები.

დავტოვებ თუ არა კლუბს? ჯერ არ ვიცი, რა იქნება. თუ ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, დავფიქრდები კლუბის შეცვლაზე, ჯერჯერობით კი ვისვენებ და ველოდები, რა როგორ იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება", - ამბობს
კობახიძე.

მანამდე უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლტავური კლუბის ხელმძღვნალობას ფეხბურთელებისთვის, მწვრთნელებისა და პერსონალისთვის ცხრა თვეა ხელფასები არ გადაუხდია...

პოლტავის "ვორსკლამ" უკრაინის ჩემპიონატში ჩატარებულ 18 ტურში 23 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული