ლეგიონი: ლევან მჭედლიძის დუბლი და სელფი "კალიარისთან" [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 17 დეკემბერს, სერია A-ს მე-17 ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც ლევან მჭედლიძის "ემპოლი" შინ "კალიარის" დაუპირისპირდა. "ემპოლიმ" ანგარიშით 2:0 იმარჯვა და ორივე გატანილი გოლის ავტორი სწორედ ქართველი ფორვარდია, რომელიც გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 82 წუთი დაყო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პირველი გოლი მჭედლიძემ მატჩის მე-8 წუთზე გაიტანა, რის შემდეგაც სათადარიგოთა სკამთან მიირბინა და გუნდელებთან სელფი გადაიღო.

72-ე წუთზე მჭედლიძემ მეორეც გაიტანა, მანამდე კი, 65-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

"ემპოლის" ამ გამარჯვებით 14 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
მოკლედ წელიწადი ისე არ გავა ამ ბიჭმა გოლი რომ არ გაიტანოს რა... :D
დათო
17 დეკემბერი 2016 20:57
0
ბრავო, მეორეც ... უკვე! ჭედე მჭედლო! შენთან ვართ! ჯიგარი ხარ!!!
ცოტნე დადიანი
17 დეკემბერი 2016 19:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული