"სპარტაკს" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს ქართველი მცველის შეძენა, ხოლო სატრანსფერო თანხა დაახლოებით 150 მილიონი რუბლია (2,3 მილიონი ევრო).
23 წლის მცველს "ამკართან" 2018 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი. ამ სეზონში ჯიქიამ 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე თითო გოლი და საგოლე პასია.
აღსანიშნავია, რომ ჯიქიას მიწვევა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სურთ. შეგახსენებთ, რომ "სპარტაკში" ჯანო ანანიძე თამაშობს, ასევე, რუსეთის მოქალაქე გიორგი მელქაძე.