ლევან მჭედლიძე სერია A-ს ტურის ტოპ-ხუთეულში მოხვდა

AutoSharing Option
calciomercato.it-მა ლევან მჭედლიძე სერია A-ს მე-17 ტურის ტოპ-5 ფეხბურთელს შორის შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა "კალიარისთან" 2:0 მოგებულ შეხვედრაში.

ლეგიონის უქმეები: მჭედლიძის დუბლი იტალიაში, ვაკოს პასი პოლონეთში [VIDEO]

ჩვენებური 7,5 ბალით მესამე ადგილზეა: "დიდებულად იმუშავა შეტევაში და მუდმივად პრესში ჰყავდა "კალიარის" დაცვა. მისმა ორმა გოლმა გადაწყვიტა თამაშის ბედი. თუ პირველი გოლი დიდწილად მარილუნგოს დამსახურებაა, მეორე გოლისას დიდებულად დაარტყა დიაგონალური დარტყმით და სტორარი უშანსოდ დატოვა. თითქოს, ხელახლა დაიბადა", - წერს საიტი.

აღსანიშნავია, რომ მჭედლიძეზე წინ მხოლოდ პოკერის ავტორი დრის
მერტენსი
(ნაპოლი) და "უდინეზეს" შემტევი სირილ ტერო დააყენეს. მე-4 ადგილზე რიკარდო მეჯორინია (კიევო), მე-5 ადგილზე კი - ხოსე კალეხონი (ნაპოლი).

* * *
მჭედლიძის თამაში "ემპოლის" სპორტულმა დირექტორმა მარჩელო კარლიმ შეაფასა: "ძალიან გამახარა მისმა წარმატება. გუშინდელი დღესავით მახსოვს, როგორ ავიყვანე ახალგაზრდული გუნდისთვის. ლევანი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, საოცარი მონაცემებით, რომლებიც ჯერ ყველა ვერ ვნახეთ. მან ძალზე მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა.

მან კარგად იცის, რომ ფრთხილად უნდა იყოს ხშირი ტრავმიანობის გამო. მოხარული ვარ მის გამო, თუმცა უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა და ახლა "ატალანტასთან" მძიმე მატჩი გველის.

* * *
20 დეკემბერს "ემპოლი" "ატალანტას" სტუმრობს. გუნდი 4-3-1-2 ტაქტიკით ითამაშებს და სავარაუდოდ, შეტევაში კვლავ მარილუნგოსა და მჭედლიძის დუეტი ითამაშებს, რომელმაც თავი "კალიარისთან" მატჩში გამოიჩინა - ჩვენებურმა ორივე გოლი მარილუნგოს პასით გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგია ლევან მართალია ნაკრებში არგიმართლებს მარა დრო მოვა ჩვენთანაც გაიხსნები,და კიდე დაანებეთ ბოღმა კომენტარებს თავი ბიჭმა ძლივს გაგვახარა.
დილა გორი
09:00 20-12-2016
0
ქართველი გულშემატკივრის ჯანსაღი უმრავლესობა გახარებულია მჭედლიძის დაბრუნებით დიდ ფეხბურთში. ლევანი ერთადერთი ქართველი არის ვინც დასავლეთ ევროპაში მაღალ დონეზე თამაშობს ფეხბურთს! ერთადერთი! გამარჯვებები ლევანს!
ლუკა
04:00 20-12-2016
0

სიახლეები პოპულარული