ბოლო ჩემპიონატის ბომბარდირით 4 პოლონური კლუბია დაინტერესებული: კრაკოვის "ვისლა", "იაგელონია", "არკა" და "პიასტი". ასახელებენ მის სავარაუდო სატრანსფერო ფასსაც - 350 ათასი ევრო.
"იაგელონია" დღეისათვის პოლონეთის ჩემპიონატის ლიდერია 39 ქულით. "არკა" მე-8 ადგილზეა, "ვისლა" - მე-11-ზე, ხოლო "პიასტი" - მე-13 ადგილზე.
"სამტრედიის" მაისურით 22 წლის ზივზივაძემ 44 მატჩში 28 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასიც მიითვალა. თუკი ტანმაღალი ფორვარდი პოლონეთში გადავა, ის წლევანდელ ჩემპიონატში მეხუთე ქართველი იქნება
იმდენად დაძრწიან პოლონეთიდან ეს აგენტები რომ დაღუპავენ ჩვენს ბევრ ფეხბურთელს. იქანა სინჯებზე ჩაყვანაშიც კი აგენტები დიდ ფულს ღებულობენ ,ასე რომ , მათ ფეხებზე ჰკიდიათ ბუდუს ბედი.