ბუდუ ზივზივაძით 4 პოლონური კლუბი დაინტერესდა, მათ შორის, ექსტრაკლასას ლიდერი

AutoSharing Option
პოლონური პორტალის, wtempie.pl-ის ცნობით, "სამტრედიის" თავდამსხმელ ბუდუ ზივზივაძეს პოლონეთში ექტრაკლასას რამდენიმე გუნდის ვარიანტი აქვს.

ბოლო ჩემპიონატის ბომბარდირით 4 პოლონური კლუბია დაინტერესებული: კრაკოვის "ვისლა", "იაგელონია", "არკა" და "პიასტი". ასახელებენ მის სავარაუდო სატრანსფერო ფასსაც - 350 ათასი ევრო.

"იაგელონია" დღეისათვის პოლონეთის ჩემპიონატის ლიდერია 39 ქულით. "არკა" მე-8 ადგილზეა, "ვისლა" - მე-11-ზე, ხოლო "პიასტი" - მე-13 ადგილზე.

"სამტრედიის" მაისურით 22 წლის ზივზივაძემ 44 მატჩში 28 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასიც მიითვალა. თუკი ტანმაღალი ფორვარდი პოლონეთში გადავა, ის წლევანდელ ჩემპიონატში მეხუთე ქართველი იქნება
- "ლეგიაში" ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს, "შლიონსკში" - ლაშა დვალი, "პლოცკში" - გიორგი მერებაშვილი, ხოლო "ლენჩნაში" - ნიკა ძალამიძე.
მკითხველის კომენტარები / 11 /
cotaaa.sul mcire 45420000 unda girdes.
goga
16:42 22-12-2016
0
ეს ბავშვი იაგელონიას დუბლებში უნდათ 2500-3000 ევროდ, მაგ კი არა ყაზაიშვილმა ვერ მოიდგა ფეხი პოლონეთში, სხვა კლუბები კი არცერთი არაა სამტრედია და დინამო ბათუმზე უკეთესი დონის.
იმდენად დაძრწიან პოლონეთიდან ეს აგენტები რომ დაღუპავენ ჩვენს ბევრ ფეხბურთელს. იქანა სინჯებზე ჩაყვანაშიც კი აგენტები დიდ ფულს ღებულობენ ,ასე რომ , მათ ფეხებზე ჰკიდიათ ბუდუს ბედი.
Jango
17:26 22-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული