"ცენტრალურ მცველებში რამდენიმეს განსაკუთრებით გამოვარჩევდი: განვლილ სეზონში ყველაზე დიდი პროგრესი ივან ორდეცს, რაფაელ ფორსტერსა და ალექსანდრ სვატოკს ჰქონდათ, მაგრამ ისინი უკვე საკმაოდ გამოცდილი მოთამაშეები არიან. მათგან განსხვავებით, "ჩერნომორეცის" მცველი ხოჭოლავა ახალგაზრდაა და მიმაჩნია, რომ სეზონის ნამდვილი აღმოჩენაა", - წერს გრესი.
უკრაინელმა ჟურნალისტმა საინტერესო ამბავი გაიხსენა:
"პირველად, ხოჭოლავას გვარი ორი
ახლახან კი ქართველ მცველზე სანდრო კობახიძე მელაპარაკა. ის საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებიდან დაბრუნების შემდეგ ხოჭოლავას დიდ სათამაშო პოტენციალს აღნიშნავდა. ციფრებიც ადასტურებს, რომ კობახიძე მართალს ამბობდა.
ვფიქრობ, ჩვენი წამყვანი კლუბები ხოჭოლავას აუცილებლად მიაპყრობენ ყურადღებას".
გრესმა სოციალურ ქსელში ეს სტატუსი მას შემდეგ დაწერა, რაც Instatfootball-მა უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო მცველების ინდივიდუალური მონაცემები გამოაქვეყნა: ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგაში საუკეთესოა "მეორე სართულზე" ორთაბრძოლების მოგების რაოდენობით (საშუალოდ თამაშში - 9,2); კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების მცველ ევგენი ხაჩერიდისთან ერთად მე-2 ადგილს იყოფს "საჰაერო დუელების" მოგების პროცენტული მაჩვენებლებით (74%).
ამას გარდა, 23 წლის ქართველი კიდევ 3 მოთამაშესთან ერთად ლიდერობს ბურთის ართმევებში (3,7 საშუალოდ შეხვედრაში), ხოლო გადაცემების ჩაჭრაში მეორეზეა - საშუალოდ 9,2.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"