საიტი ყოველთვიურად ასახელებს თვის სამ საუკეთესო ლეგიონერს. 2016 წელს თვის სამი ლეგიონერი 10-ჯერ შემოგთავაზეთ (ივნისში ლეგიონი ისვენებდა, ივლის-აგვისტო გავაერთიანეთ). ათიდან ორ შემთხვევაში პირველ ადგილზე სწორედ ჭანტურია გავიდა, ერთხელ კი მან მესამე ადგილი დაიკავა.
თვის საუკეთესო ლეგიონერი 3 ქულას იღებს, მეორე ადგილზე გასული - 2-ს, მესამეზე - 1-ს. ამ პრინციპით ჭანტურიამ 7 ქულა დააგროვა, ზუსტად იმდენი, რამდენიც "სევილიას" ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ, მაგრამ მეტი პირველი ადგილის წყალობით გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ წლეულს
- ვაკო ყაზაიშვილი 2015 წლის საუკეთესო ლეგიონერია
შეგახსენებთ, რომ ჭანტურია II ბუნდესლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი "დუისბურგის" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა მაინც ვერ უშველა გუნდს და ვერ იხსნა გავარდნისგან. ამის შემდეგ ჭანტურია რუსულ "ურალში" გადავიდა, ახალ გუნდს ის ნელ-ნელა შეეგუა და ოქტომბერში საიტის საუკეთესო ლეგიონერთა შორის კვლავ გამოჩნდა.
როგორც უკვე ვთქვით, მეორე ადგილზე (7 ქულა) გავიდა "სევილიას" ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია, თუმცა 7-ვე ქულა მან "ხიმნასტიკში" თამაშისას მოიპოვა და ტრავმის გამო დიდი დრო რომ არ გასცდენოდა, დიდი ალბათობით, მეტი ქულების დაგროვებას შეძლებდა.
მესამე ადგილზე 5-5 ქულით ერთბაშად 4 ფეხბურთელი გავიდა: შარშანდელი გამარჯვებული ვაკო ყაზაიშვილი (ვიტესი/ლეგია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი), ნიკა კაჭარავა (ახნასი) და ვაკო გვილია (მინსკი/ბატე).
4-4 ქულა მოაგროვეს თორნიკე ოქრიაშვილმა (ესქიშეჰირი/კრასნოდარი) და დავით სხირტლაძემ (სილკებორგი).
3-3- ქულა მოაგროვეს გოგიტა გოგუამ (ირტიში/ორდაბასი), ლევან მჭედლიძემ (ემპოლი) და ლაშა დვალმა (შლიონსკი).
2-2 ქულა აქვთ აკაკი გოგიას (ბრენტფორდი/დინამო დრ), გიორგი ქვილითაიას (რაპიდი) და ჯაბა კანკავას (რეიმსი).
თითო ქულა აქვთ: გიორგი მაკარიძეს (ფეირენშე/მორეირენშე), გურამ კაშიას (ვიტესი) და გიორგი გოროზიას (სტაბეკი).
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის საუკეთესო ლეგიონერად ჩვენმა საიტმა საბა კვირკველია (რუბინი) დაასახელა.
2016 წლის თვის ლეგიონერები
იანვარი
1. ვაკო ყაზაიშვილი; 2 ჯაბა კანკავა; 3. გიორგი მაკარიძე.
თებერვალი
1. გიორგი აბურჯანია; 2. ვაკო ყაზაიშვილი; 3. გურამ კაშია.
მარტი
1. გიორგი ჭანტურია; 2. გიორგი აბურჯანია; 3. ლაშა დვალი.
აპრილი
1. გოგიტა გოგუა; 2. ლაშა დვალი; 3. თორნიკე ოქრიაშვილი.
მაისი
1. გიორგი ჭანტურია; 2. გიორგი აბურჯანია; 3. გიორგი გოროზია.
აგვისტო
1. ჯანო ანანიძე; 2. ვაკო გვილია; 3. დავით სხირტლაძე.
სექტემბერი
1. ვაკო გვილია; 2. ჯანო ანანიძე; 3. დავით სხირტლაძე.
ოქტომბერი
1. ნიკა კაჭარავა; 2. დავით სხირტლაძე; 3. გიორგი ჭანტურია.
ნოემბერი
1. თორნიკე ოქრიაშვილი; 2. აკაკი გოგია; 3. გიორგი ქვილითაია.
დეკემბერი
1. ლევან მჭედლიძე; 2. ნიკა კაჭარავა; 3. გიორგი ქვილითაია.