ელიტური დივიზიონის კლუბის წარმომადგენლები საქართველოს ნაკრების ჰავბეკის გადაბირებით სერიოზულად იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ მხარეები კომპრომისულ ვარიანტზე ვერ შეთანხმდნენ.
საშობაო არდადეგების შემდეგ 30 წლის ქართველი ფეხბურთელი უკვე დაუბრუნდა "რეიმსს" და გუნდთან ერთად ემზადება.
ჯაბა კანკავას "რეიმსთან" კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ექვს შეხვედრაში ითამაშა.