უკრაინული მედია: დავით ხოჭოლავამ "შახტართან" კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

AutoSharing Option
უკრაინულ dynamomania.com-ის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ოდესის "ჩერნომორეცის" მცველმა დავით ხოჭოლავამ დონეცკის "შახტართან" კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და უახლოეს დღეებში ოფიციალურად გახდება ამ კლუბის ფეხბურთელი.

წყაროს ცნობით, 23 წლის მცველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დონეცკელთა პირველი შენაძენი იქნება.

ხოჭოლავას აქამდე "სასკოში", "ოლიმპში", "სიონში", თბილისის "დინამოში", ფოთის "კოლხეთსა" და ქობულეთის "შუქურაში" უთამაშია, საიდანაც ოდესის "ჩერნომორეცში" გადავიდა. სწორედ აქედან დაიწყო სრულიად ახალი ეტაპი მის კარიერაში. ის სადღეისოდ უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლება.

- ჩემი ახალი გუნდი რუსული არ იქნება! ხოჭოლავას სიტყვა
და "შახტარის" ინტერესი

მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგარია! წარმატებები დავითს!
ქუთაისელი
10:35 03-01-2017
0
მიდი დავით მთავარია შრომას არ მოუკლო და ბევრს მიაღწევ!
georgian
13:19 03-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული