უკრაინული მედია: დავით ხოჭოლავამ "შახტართან" კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

AutoSharing Option
უკრაინულ dynamomania.com-ის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ოდესის "ჩერნომორეცის" მცველმა დავით ხოჭოლავამ დონეცკის "შახტართან" კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და უახლოეს დღეებში ოფიციალურად გახდება ამ კლუბის ფეხბურთელი.

წყაროს ცნობით, 23 წლის მცველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დონეცკელთა პირველი შენაძენი იქნება.

ხოჭოლავას აქამდე "სასკოში", "ოლიმპში", "სიონში", თბილისის "დინამოში", ფოთის "კოლხეთსა" და ქობულეთის "შუქურაში" უთამაშია, საიდანაც ოდესის "ჩერნომორეცში" გადავიდა. სწორედ აქედან დაიწყო სრულიად ახალი ეტაპი მის კარიერაში. ის სადღეისოდ უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლება.

- ჩემი ახალი გუნდი რუსული არ იქნება! ხოჭოლავას სიტყვა
და "შახტარის" ინტერესი

მკითხველის კომენტარები / 4 /
დაწერა ამ კაცმა არსად არ მივდივარ სეზონის ბოლომდეო და რას ეყრდნობით ეს ჟურნალისტები,დინამომანიას?
ეს ვებ-გვედი სანდოა საერთოდ?
კითხეთ რა ფეხბურთელს,ასე შეიძლება საქმე გაუფუჭოდ მართლა რომ გადადიოდეს
ვალერი
14:27 03-01-2017
0
გვარს ამართლებს!(შეიძლება არ იცით, რომ ხოჭოლავა "დინამოში" ჭკუასელის, ჯეჯელავას, მესხის კოტრიკაძის, სიჭინავას მხარდამხარ თამაშობდა!

jiji
13:20 03-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული