თუკი შანსი მექნება... აკაკი გოგიას საქართველოს ნაკრებში თამაში სურს

AutoSharing Option
დრეზდენის "დინამოს" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა აკაკი გოგიას ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც გერმანიის მოქალაქე ქართველი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილს ადასტურებს.

ჩვენ ინტერვიუს იმ ნაწილს გთავაზობთ, რომელიც საქართველოსა და საქართველოს ნაკრებში თამაშის პერსპექტივას ეხება:

- რა გაკავშირებთ თქვენს სამშობლო საქართველოსთან?
- ძალიან ბევრი რამ, ყველა ჩემი ნათესავი, გარდა მშობლებისა, იქ ცხოვრობს. მე მხოლოდ კი არ დავიბადე საქართველოში, 9 წელიწადი იქ გავატარე, ეს კი ბავშვობის დიდი ნაწილია. ის დრო ძალიან კარგად მახსენდება, საქართველო მდიდარი ქვეყანა არ არის, მაგრამ იქ ულამაზესი ბუნებაა.

- ბოლოს
როდის იყავით საქართველოში?
- ალბათ, სამი წლის წინ. წასვლა სულ მინდა, მაგრამ ჩემი და ჩემი გელფრენდის, ანდრეას დასვენებები ისე ვერ დაემთხვა. ახლა კი, ან ზამთარში, ან ზაფხულში ერთად ვაპირებთ საქართველოში წასვლას.

- გვითხარით, რამდენად მართალია ხმები, რომ თქვენ ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში მიგიწვიათ?
- ვაისი პირადად არ შემხმიანებია, მაგრამ ფედერაციასთან კონტაქტი იყო.

- ანუ თქვენ მალე საქართველოს ნაკრებში გიხილავთ?
- სამწუხაროდ, ბოლოს ძალიან გართულდა ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა. საქმე ისაა, რომ ახლა მხოლოდ გერმანული პასპორტი მაქვს. იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქე გავხდე, გერმანიის მოქალაქეობის დათმობა მომიწევს. მაგრამ ბუნებრივია, მე ეს არ მსურს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობენ ამ საკითხის მოგვარებაზე. თუკი შანსი მექნება, ეროვნულ ნაკრებში თამაშზე უარს არ ვიტყვი.

- ეს თქვენთვის ოცნების ასრულება იქნება?
- ძალიან მიყვარს ფეხბურთის თამაში და მეტი საშუალებაც მექნება ნაკრების თამაშით. ჩემთვის საფეხბურთო ოცნება უფრო შორეული რამ არის. საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემთვის ძალიან კარგი იქნება. ბედნიერი ვიქნებოდი, გერმანიის ნაკრებში რომ მეთამაშა, მაგრამ ამის შანსი მცირეა (იცინის).

- თქვენი მშობლები როგორ შეხვდებიან თქვენს გადაწყვეტილებას, ითამაშოთ საქართველოს ნაკრებში?
- რა თქმა უნდა, ისინი იამაყებენ ამით. ისინი ასევე ძალიან ბედნიერები იყვნენ, როცა გერმანიის 18 და 19-წლამდელთა ნაკრებებში ვთამაშობდი.

- ქართულად კარგად მეტყველებთ?
- მშობლებთან სულ ვცდილობ, ქართულად ვილაპარაკო, რომ არ გადამავიწყდეს. ეს ძალიან ძველი და ლამაზი ენაა. ჩვენი ანბანი ულამაზესია, ქართველები კი მსოფლიოში 5 მილიონი ვართ მხოლოდ. უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ჩვენი ენა არ დაიკარგოს. თქვენს კითხვაზე კი ასე გიპასუხებთ - ჩემი ფინელი გუნდელი ტიმ ვაირინენი გაცილებით უკეთ ლაპარაკობს გერმანულად, ვიდრე მე - ქართულად.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 23 /
ურა პატრიოტიზმი ღუპავს საქართველოს. თუ არ დაღუპა უკვე. გამომივიდნენ აქ გმირები, ბირჟაზე დგომის და უსაქმურობის მეტი რომ არაფერი გაუკეთებიათ ცხოვრებაში (erti, nika და სხვები). იმას რატომ არ კითხულობთ, თავის დროზე რატომ დატოვეს გოგიებმა საქართველო და რატომ გრძელდება დღემდე ქართველებისაგან ქვეყნის დაცლა?? მოდი ამაზე ვიმსჯელოთ და ვიღონოთ რაიმე, რომ ეს პროცესი შეჩერდეს. მეც აღარ მაქვს სურვილი ჩემმა შვილებმა ამ დაქცეულ და ღატაკ ქვეყანაში იცხოვრონ. 800-ლარიანი ხელფასი მქონდა და ისიც ამაცაპნეს საახალწლოდ და გამომიშველს ფორმიანი კაცი სამსახურიდან. დავიღალეთ უკვე. თქვენი პატრიოტიზმი შეინახეთ გულის უბეში, არ დაგეკარგოთ. მე უკვე დავკარგე სამწუხაროდ. არანაირი სურვილი არარ მაქვს ვიცხოვრო უმომავლო ქვეყანაში. მორჩა!!!!
irakli
04 იანვარი 2017 12:51
1
ისეთი დღე დაგვაყენეს ქართველებს ერის მტრებმა და გამყიდველებმა რომ კიც სამშობლო დაგვავიწყეს და ოჯახის და ერთმანეთის სიყვარულიც, ეს ყველაფერი კი იმის ბრალია რომ უფალი, ღმერთი ჩვენი დავივიწყეთ!
grigorii
04 იანვარი 2017 12:06
0
ერთი ამ ურაპატრიოტების ტვინში ჩამახედა, ექვთიმე თაყაიშვილის თამასადან რომ ,,ბჭობენ"... გერმანიის ნაკრებში თამაში უნდოდა და როგორ გაბედა ამაზე ფიქრი, მოღალატეს სძინავს ხო მასში?... ბიჭს მაგარი დრიბლინგი აქვს, ყუმბარისებული დარტყმა, ურტყამს ნებისმიერი პოზიციიდან, დრეზდენის დინამოში თამაშობს და ,,ჭ" დონეა?
ათასჯერ დამიწერია აქ და კიდე დავწერ, მიხეილ ფოცხვერიამ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშI რომ ეთამაშა, აწყოფილი და შედუღაბებული კარიერა დაინგრია რასაც ჰქვია და იმ გუნდშI ვინც 3-4 წელში უეფას თასი მოიგო (წესით მაგ გუნდის კაპიტანი უნდაყოფილიყო) და უკრაინაში რო ომი გაჩაღდა აქ ჩამოვიდა და 500 ლარიანი სამსახური ვერ იშოვა... დავაით რა ურაპატრიოტებო.
მიდი აკაკი გაგვახარე სადაც არ უნდა იყო! ღმერთი შენსკენ!
Irakli apkhaidze
04 იანვარი 2017 11:37
0
ნაკრებში თამაში ომში წასვლას გავს სამშობლოსათბის და არა თხილამურებით ტრამპლინზე ხტომას უკეთეს გუნდში გადასახტომად
გიორგი
04 იანვარი 2017 11:23
0
cadi bizia dalie guli gadaayole ras ibogmebit aq.zapasnoi aerodromi ara legvi.shen gqondes erti germaniis nakrebshi tamashis tavi da ras ityodi ara qartveli varo xooo?tbilisshi gacviat amaze kargi kurtkebi da moxvdit nakrebshi aba gelodebit yvelas.avganeli ara kosovoeli brat..
nika
04 იანვარი 2017 09:20
0
ვის რად უნდა ამის ნაკრებში თამაში?! როცა ეხვეწებოდნენ არ უნდოდა ახლა რო მობერდა და "ჭ" დონეს ვერ გაცდა მიხვდა გერმანიის შანსი არ არის და მოუნდა საქართველოს ნაკრები... პაშიოლ რა
"გერმანიის ნაკრებში რო ეთამაშა ბედნიერი იქნებოდა" "საქართველოში თამაში უნდა მაგრამ გერმანულ პასპორტს ვერ დათმობს" მოტივაცია გასაგებია
erti
04 იანვარი 2017 09:19
0
მე მგონია რომ არ უნდა ვეხვეწოთ. თუ თვითონ მოინდომებს მივცეთ შანსი თუ არა და ღმერთმა ჯანზე ამყოფოს კაცო
nika
04 იანვარი 2017 02:22
0
ამ კურტკიტ გაუცჰირდება ნაკრებსჰი მოხვედრა :)))
kutaiski
03 იანვარი 2017 22:55
0
როგორ ჩამოიყვანეს თავის დროზე მეტრეველი დინამოში?ვეტერან გულშემატკივრებს კითხეთ.მეტრეველის გარეშე ქართველ გულშემატკივარ არ ექნებოდა 1964 წ 18 ნოემბერი ღირშესანიშნავ თარიღად
ზაზა
03 იანვარი 2017 21:00
0
Tips magari kidia saqartvelo mixvda ro germanis nakrebshi miso dge ver misanav ,,ambobs kidevac ...amitom apirebs chven nakrebshi tamashs ,,zapasnoi aerodromia saqartvelosnakrebi,,fu amnairi qartvelobis
Qutaiseli
03 იანვარი 2017 18:07
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული