შეგახსენებთ, რომ გუშინ, 4 იანვარს, Superligyolu.com-ზე დაყრდნობით უკრაინული მედია იუწყებოდა, რომ კობახიძემ კარიერა, შესაძლოა, თურქეთის რანგით მეორე ლიგის კლუბში, "სივასფორში" გააგრძელოს.
- სავარაუდო ტრანსფერი: სანდრო კობახიძემ კარიერა შესაძლოა თურქეთში გააგრძელოს
სანდრომ უკრაინის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში "ვორსკლას" ღირსება 17 მატჩში დაიცვა და ერთი გოლი გაიტანა. "ვორსკლაში" გადასვლამდე კი ის დნეპროპეტროვსკის "დნიპროში", "კრივბასში", კიევის "არსენალსა" და "ვოლინში" გამოდიოდა.