"ზესტაფონმა" მენთეშაშვილის ყოფილ კლუბ აშქელონის "ჰაპოელს" ფეხბურთელის სანაცვლო კომპენსაცია უკვე გადაურიცხა, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ისრაელის ფედერაციიდან მისი სატრანსფერო ფურცელი კვლავაც არ მიუღია. არადა, ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა პირველი მარტის დადგომისთანავე დაიხურა.
"ზესტაფონი" ამჯერად სფფ-ს არაფერში ედავება, უბრალოდ, კლუბი შეშფოთებულია შექმნილი სიტუაციით და იმედოვნებს, რომ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით კომენტარი პრესსამსახურის უფროსმა ლაშა დვალიშვილმა გააკეთა:
"პირველ რიგში, ვიმედოვნებთ, ამჯერად მაინც არ დაგვდებენ ბრალს "ზესტაფონის" წინააღმდეგ მიზანმიმართულ ბრძოლაში. კლუბთან ერთად ფედერაციის მიზანიცაა, რომ მენთეშაშვილმა, რაც შეიძლება მალე ითამაშოს "ზესტაფონის" შემადგენლობაში. პრობლემა კი მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა და გვჯერა, რომ ყველაფერი ძალიან მალე მოგვარდება.
ებრაული მხარისგან პასუხი 28 თებერვლის 24 საათის შესრულებიდან მცირე ხანში მივიღეთ, რამაც მენთეშაშვილის დარეგისტრირება შეაფერხა. როცა ფეხბურთელის დარეგისტრირება ტექნიკური პრობლემების გამო გვიანდება, ეს დაგვიანების საპატიო მიზეზად მიიჩნევა და მოთამაშის განაცხადში შეყვანას საფრთხე არ ემუქრება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საქმის არსი დეტალურად გააცნო როგორც ისრაელის ფეხბურთის ფედერაციას, ასევე უეფას. დარწმუნებულნი ვართ, ყველა პრობლემა ძალიან მალე გადაიჭრება და მენთეშაშვილს საქართველოს ჩემპიონატში თამაშის უფლება მიეცემა".